
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ეხმაურება და მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტოს, რისი მომცემი იქნება "კავკასიური ექვსეულის" წევრობა. გეგელიას თქმით, ამ ორგანზიაციაში რუსეთის ფედერაციაც მოიაზრება, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს.
"ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის წარმოება, მაგრამ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კავკასირი ექვსეულის წევრობა, რომელშიც რუსეთის ფედერაციაც მოიაზრება მკაფიოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, საგარო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას", - თქვა გრიგოლ გეგლიამ.
მისი თქმით, საგარეო სამინისტროს პოზიცია საზოგადოებისთვის დღემდე არაა ცნობილი.
საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტი 27-28 იანვარსა დაგეგმილი. ის ჩვენ ქვეყანას აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ ეწვევა.