თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კალაძის ტოტალიზატორის იურისტი იყო – ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

ლევან ხაბეიშვილი გადაცემა "დღის სტუმარში"  ამბობს, რომ დედაქალაქის მერია არათანაბრად მოქმედებს, როცა აფრიკაში მოსახლეობას სახლებს უნგრევს, ხოლო ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირებისთვის უკანონო მშენებლობების ნებართვებს გასცემს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე თბილისის მერის კახი კალაძის საკუთრებაში არსებული ტოტალიზატორის იურისტი იყო.

"ადამიანი, რომელსაც თბილისელების ქონება ჩააბარეს, ახალგაზრდა კაცი, მოგვიკითხავს, სად მუშაობდა ეს ბიჭი?  დღეს თბილისელების ქონების მართვის სააგენტოს ხელძღვანელი ახალგაზრდა ადამიანი, კახი კალაძის ტოტალიზატორში იყო იურისტი, დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი არის კალაძის პირადი ხელის ბიჭი და თბილისელების ქონება აბარია მას" – ამბობს ენმ–ს ლიდერი, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

ქონების უკანონო გადანაწილების შესახებ საუბრისას ლევან ხაბეიშვილი ასახელებს ასევე, რომ კახა კალაძესთან ნათელ–მირონობით დაახლოებულ პირს 16 მილიონის ღირებულების ქონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მისცეს, ბექა ოდიშარიას კი 5 მილიონის ღირებულების ქონება, 200 000 ლარის სანაცვლოდ მისცეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი