კარტოგრაფებს ფარული ჩანაწერები გააცნეს – ადვოკატებმა საპატიმრო დატოვეს

გამოქვეყნდა:

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ადვოკატებმა საპატიმრო უკვე დატოვეს, მათ დღეს ციხეში კარტოგრაფებს პროკურატურის მტკიცებულების სახით გასაჯაროვებული ახალი ჩანაწერები გააცნეს.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ივერი მელაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის გასაჯაროვებული მტკიცებულებები საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობებს აზარალებს.

"ბატონი ივერი მელაშვილისთვის სამწუხაროა ერთი ფაქტი, რომ პროკურატურა ასაჯაროვებს მოლაპარაკების დეტალებს, რომლებიც დააზიანებს მოლაპარაკებების პროცესს აზერბაიჯანთან, რადგან ეს მოლაპარაკებები და შიდა–საუბრები რაც გასაჯაროვდა ეხება იმ დეტალებს რაც მხოლოდ საქართველოსთვის უნდა იყოს ცნობილი" – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი

ამავე თემაზე:

 ადვოკატები კარტოგრაფების გათავისუფლებას ითხოვენ  – სასამართლო პროცესი ხვალ 2 საათზე განახლდება

დაკავებული მეცნიერები სასამართლო პროცესზე უშუალოდ და არა ონლაინ დასწრებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი