დღეს კარტოგრაფებს ადვოკატები ციხეში ხვდებიან – სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

გამოქვეყნდა:

დღეს ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ადვოკატები საპატიმროში შეხვდებიან და დაკავებულ კარტოგრაფებს პროკურატურის გასაჯაროვებულ იმ ახალ მტკიცებულებებს წარუდგენენ, რომლებიც ადვოკატების თქმით კარტოგრაფების ბრალეულობას ვერ ამტკიცებს.

ადვოკატები სასამართლო პროცესზე ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნას წააყენებენ. ასევე მოითხოვენ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას.

"ჩემი დღევანდელი ვიზიტი ემსახურება, ინფორმაციის გაცნობას, ჩვენ გვექნება არაერთი შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე, ასევე გვექნება შუამდგომლობა, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ გაუქმდეს პატიმრობა და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს" – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის გასაჯაროებული ჩანაწერები, არა კარტოგრაფების ბრალეულობას, არამედ პირიქით, იმას ადასტურებს, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ. 

" ჩანაწერები, რაც ფარულობით მოიპოვეს არანაირად იმ შინაარსის მატარებელი არ არის რასაც პროკურატურა აძლევს ფორმულირებას, პირიქით ორივე ბრალდებული ხელს უწყობს გამოძიებას" – ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი