მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ეხმაურება:
სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია
წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა" წერს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად კონკრტული გეგმა შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინის დოზა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს.
ეს არის სენსაცია, როდესაც ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა მთელმა ქვეყანამ - ასე გამოეხმაურა გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას.