დომინიკ კუკის რეჟისორობით გადაღებული ისტორიული დრამა, The Courier, რომელშიც ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად მერაბ ნინიძე მონაწილეობს, საერთაშორისო კინოთეატრებში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, 19 მარტს გამოვა.
ფილმი გვიყვება ნამდვილ ამბავს ერთ-ერთ ბრიტანელ ბიზნესმენზე, რომელიც ცივი ომის დროს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დაეხმარა, შეეღწია საბჭოთა ბირთვულ პროგრამაში. The Courier-ში მერაბ ნინიძე საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამართველოს პოლკოვნიკს, ოლეგ პენკოვსკის, განასახიერებს.
იხილეთ ფილმის თრეილერი:
ცნობისთვის, მერაბ ნინიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ უცხოურ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა The Fourth State, Homeland, Freud და მრავალი სხვა.