2 გარდაცვლილი , 188 ინფიცირებული, და 5 000-ზე მეტი ადამიანი კარანტინში, რომლებიც ელოდებიან პასუხს, გამოუვლინდებათ თუ არა კორონავირუსი. საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე კი ქვეყანა ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ევროპაში, ტესტირებული მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით.
მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთში,თურქეთსა და რუსეთშიც კი საშუალოდ 4-ჯერ მეტი პაციენტის ტესტირება ხდება. ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული პასუხი, რატომ ამბობს აგრესიულ ტესტირებაზე უარს ქვეყანა.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი ამბობს, რომ ახლა, როცა მსოფლიოში სწრაფ ტესტებზე მოთხოვნა გაზრდილია, საქართველოს კიდევ უფრო გაუჭირდება მათი ყიდვა.სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყნის მმართველ ძალას ტესტების შეძენაზე რამდენიმე კვირით ადრე უნდა ეზრუნა.
"მარტის დასაწყისიდან ვსაუბრობდით ჯერ კიდევ ტესტირების გაფართოებაზე. აქ საუბარია, ყველა სახის ტესტებზე. ეს ორი სამი კვირა ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდება, როგორც ჯანდაცვის ასევე ეკონომიკური რეცენზიის მხრივ ეს მთავრობას რამდენიმე კვირით ადრე უნდა გაეაზრებინა. ახლა ჩვენ სამწუხაროდ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი დრო,"-აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე.