მარტოობის 59-ე დღე - "ევროპული საქართველოს" აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მიიტანეს ტრანსფარანტები წარწერით: "ქართული ოცნება დეპრესიაშია", "მარტოობის 59-ე დღე".

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ცაში ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის სურათი და მანდანტები იყო მიმაგრებული. მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მანდატები ამ ფორმით სწორედ ბიძინა ივანიშვილს გააყოლეს.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა კრიზისშია და ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად შეზღუდვების გაუქმებასაც ითხოვენ.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი