"მთავარი არხი" და "ფორმულა" სანქცირების მოლოდინში - ბექაურის კომისია გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

კახა ბექაურის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია "მთავარი არხის საქმეზე" , ასევე ტელეკომპანია "ფორმულის" საქმეზე გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოაცხადებს - სხდომა 15:00-ზე იწყება. 

შეგახსენებთ, დავის საგანია პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის უხერხული კადრის ჩვენება, ბოლო სხდომაზე, მარეგულირებელი კომისიის წევრები, გულმოდგინედ ეძებდნენ უხამსობას ბექა ყორშიას ამ ამ სიუჟეტში. , ხოლო "ფორმულა" დაასანქცირა, დღის მონაკვეთში სერიალ ჩცდ-ს გაშვებისთვის, რომელიც კომისიის აზრით, უხამსობას შეიცავდა და, ამასთან, დაირღვა მაყურებლის ასაკის განსაზღვრის წესი.

"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კომისია აუცილებლად გამონახავს ბერკეტს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა გააკონტროლოს. 

"კომისია აუცილებლად შეეცდება, ხელში აიღოს რაღაც ბერკეტი, მექანიზმი, რითაც შეეცდება გააკონტროლოს მედია, სანქციები დაუწესოს, ფინანსურად მოგუდოს, რათა ჟურნალისტებს შეეშინდეთ და თავისუფლად ვერ აკეთონ სიუჟეტები, ასე რომ, მგონია, კომისია აუცილებლად მოინდომებს, სიუჟეტების კონტროლის სახით ამგვარი მექანიზმი ჰქონდეს. მთავარი აქ არის მიზანი: კომისიას დიდად არ ადარდებს, რა დასაბუთება იქნება, მთავარია რომ გაამართლოს თავისი ვნებები თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით და ამ მიმართულებას დღეს ბოლომდე მიიყვანს, სავარაუდოდ", - ამბობს მთავარი არხის იურისტი. 

რაც შეეხება ტელეკომპანია ფორმულას, არ არის გამორიცხული, ტელევიზიისთვის ლიცენზიის შეჩერებაზე იმსჯელოს, რადგან ერთხელ უკვე დაჯარიმებულია. ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ კანონი, რომლის მიხედვითაც ისინი დააჯარიმეს, საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, აქედან გამომდინარე, ბექაურის უწყება, წესით, სასამართლოს უნდა დაელოდოს.

"ფორმულის" დირექტორი ამბობს, რომ ბექაურის უწყება მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ ტელეკომპანიები დააჯარიმოს და დაასანქციროს, ასევე, მისი თქმით, ბექაურის კომისია შექმნილიადა ყალიბდება, როგორც ცენზორი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი