პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების საკითხის განხილვას განაგრძობს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უფლებამოსილება დარჩენილ 49 ოპოზიციონერს უნდა შეუჩეროს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მანდატი უკვე გააუქმდა შალვა ნათელაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო 2 თებერვალის სესიაზე მიიღებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, როგორც უმრავლესობაში შეთანხმდებიან, თუმცა, ასევე, აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციას სურს არ ჰქონდეთ მანდატები ამას მიიღებენ.
"თუკი მათ სურთ არჩევანი გააკეთონ საბოტაჟის სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში ისინი ირჩევნ გზას საბოტაჟის მიმართულებით და ჩვენ გვესმის ბოლო დროს რევოლუციური სცენარის მიმართულებით, ეს არის მათი არჩევანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ექნება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. საკითხი დგას მარტივად, გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული მათ განცხადებებზე, მათ საბოლოო პოზიციაზე", - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, თუ ოპოზიციის დეპუტატები დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს, მაშინ მანდატებსაც შეინარჩუნებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სულისკვეთება ერთი და იგივეა - ყველას მიეცეს სასუალება გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა.
"ჩემი განწყობაც ესეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს, რაც არის შესაძლებლობა, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში" , - თქვა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ და მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.
"ნაციონალური მოძროაბის" წევრის, დავით კირტიკიტაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის პირობები კარგად იცის და მათ ხელშია საბოლოოდ გააფორმებენ ერთპარტიულ პარლამენტს თუ პორცესებს მოლაპარაკების გზით ჩიხიდან გამოიყვანენ.