ახალი კორონავირუსი დაუდგინდა სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს. სკოლამ, სადაც 600 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 18 იანვარს განაახლა.
ინფიცირებული სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. არსებული ინფორმაციით, ტემპერატურა მოსწავლის დედას დაუფიქსირდა, რის შემდეგაც დედამ კვლევა შვილსაც ჩაუტარა.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მეოთხე კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, ხოლო სკოლას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 932 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.