ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე ამბობს, რომ დღეს კარტოგრაფებს გაათავისუფლებენ, რადგან ბრალდება არის "შეთითხნილი".
"სასამართლოსგან ველოდები იმას, რომ ამ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ, ყოველ შემთხვევაში წინასწარი დაკავებიდან მაინც. საბოლოოდ რომ გამართლდებიან, ამაში ეჭვი ერთი პროცენტითაც არ მეპარება იმიტომ, რომ საერთოდ უდანაშაულო ადგილას არის რაღაც დანაშაული შეთითხნილი. იმედი გვაქვს, რომ გამოუშვებენ. პოლიტიკური საქმეც ისე მიდის, რომ ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ალბათ პოლიტიკური ნებაც იქნება. გირაოზე რა თქმა უნდა თანახმა ვარ, ბინას ჩავდებთ და გამოვიყვანთ", - ამბობს თამარ სულაძე
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების სასამართლო სხდომა 14 საათზე დაიწყო. პროკურატურა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.