პროკურატურა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საქმის პროკურორის განცხადებით, ისინი დღევანდელ სასამართლოზე დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად გირაოთი შეიცვალოს.

"რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც აღვნიშნე, ბრალდებულების ბარალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება, შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისათვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას", - თქვა საქმის პროკურორმა. 

მისი თქმით, ამას თავისი საფუძველი აქვს და ბრალდებულების აღიარება ვიდეო-აუდიო ფორმით საგამოძიებო უწყებას უკვე მოპოვებული აქვს. მისი განცხადებით, ამ სასამართლო პროცესში "პრინციპულები და კატეგორიულები" იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 28 იანვარს 2 საათზე დაიწყება. ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება კარტოგრაფების გათავისუფლება იქნება.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი