პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების საკითხის განხილვას განაგრძობს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უფლებამოსილება დარჩენილ 49 ოპოზიციონერს უნდა შეუჩეროს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მანდატი უკვე გააუქმდა შალვა ნათელაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი 2 თებერვალის სესიაზე მიიღებს.
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, შეუწყვიტონ თუ არა მანდატები ოპოზიციონერებს, მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. "ევროპელი სოციალისტების" წევრი, დავით ზილფიმიანი კი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს და ეცდება მმართველი გუნდიც იგივეში დაარწმუნოს.
"ფაქტია, რომ ისინი ნერვიულობენ ძალიან ამ საკითხზე, თუ ნერვიულობენ, გაიტანონ განცხადებები და გარანტია იქნება, აქედან გამომდინარე იმის, რომ მათ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. კიდევ ერთი სხდომა იქნება, განსხვავებული აზრები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა რომ შეუწყდეთ, იმტიომ რომ მყარი არგუმენტია, რომ მათ ეს სურთ და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ცოტა რთულია იმოქმედო", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ოპოიზიიც პოზიცია კი ერთიანია, ისინი ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება უცვლელი რჩება და მანდატებზე უარს ამბობენ.
"ჩვენი პოზიცია არ შეიცველბა, მიუხედავად იმისა ამ არალეგიტიმურ პარლამენტში რა რეგლამენტის საკითხს დააყენებს ქართული ოცნება, ჩვენ ველოდებით, რომ შეგვიწყდება უფლებამოსილება, ველოდებით, რომ თითოეულ ჩვენთაგანს, ვიცნ მოვიპოვეთ მანდატი შეგვიწყდება ის უფლებამოსილება ვინც არ მგაყალბებული არჩევნების შედეგად არ გვჭირდება", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, მან თქვა, რომ მანდატები მათი მხრიდან შეწყვეტილია, ისინი პარლამენტის წევრები არ არიან და პრინციპული პოზიცია აქვთ.
"ეს არის შეურაცხმყოფელი, ამ ადამიანების, ქვეყნის, პროცესის, ყველაფრის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ადამაინები შეიძლება გაცვალო მანდატებში, კიდევ ერთხელ, ყველა პოლიტიკური პატიმრის გამოშვება, მათ შორის გიორგი რურუას, შექმნის გარკვეულ შანსს პოლიტიკური პროცესისთვის, თუმცა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს გაიცვლება მანდატებში, არის შეურაცხმყოფელი", - თქვა მან.
"გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მანდატები აქამდეც უნდა გეუქმებინათ და თუ ეს არ მოხდება გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.