ხელისუფლებაში და ძალოვან სტრუქტურებში კლანური გადანაწილების დაწყებას მმართველი პარტია არ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი მოქმედებას იწყებს და აღარ მალავს, რომ უწყებაში პრემიერ-მინისტრის მიერ დატოვებული მაღალჩინოსნების თავიდან მოშორება სურს. თანამდებობების დატოვება გომელაურის მოადგილეებს კახა საბანაძეს და ვლადიმერ ბორცვაძეს მოუწევთ, თუმცა გახარიას "გუნდი" დაუსაქმებელი არ რჩება. პრემიერს მისი კადრებისთვის და გარემოცვისთვის პოლიტიკური თანამდებობები მზად აქვს.

მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ, რომ ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურებში საკადრო გადანაწილებები კლანურში გადაიზარდა. 

"ხალხო, არ შეიძლება, დილით, ნიუსრუმში, თქვენ იგონებდეთ რაღაც ამბებს დამერე ჩვენ ამაზე სერიოზულად გპასუხობდეთ, გამოგონილია ეს ყველაფერი, დამიჯერეთ", - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მოადგილეების გათავისუფლება უწყებაში დიდი საკადრო წმენდის მხოლოდ დასაწყისი იქნება, გადაადგილებები იგეგმება პოლიციის სამმართველოებშიც. მაგრამ გომელაური ჯერ დუმს, მას დღეს პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში ელოდებიან, თუმცა, ერთპარტიულ პარლამენტში მისთვის საკადრო ცვილებებთან დაკავშირებით შეკითხვებს, სავარაუდოდ, არ დაუსვამენ. 

დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი