რა პროკურატურის საქმეა სამსახურიდან გათავისუფლება - ივერი მელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარემ, კარტოგრაფმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლის მიერ გამოცხადებული განაჩენის წაკითხვის შემდეგ პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. 

"სამსახურიდან გამოვაგდოთ, უხელფასოდ დავტოვოთ - ეს რა არის, რა დამოკიდებულებაა, მე არ მესმის... სამსახურში მე ვასრულებ ჩემ საქმეს და იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. რასაც მკითხავს, მინისტრის მოადგილე იქნება, მინისტრი იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმას ვპასუხობ და ვმსჯელობთ ამაზე... რა პროკურატურის საქმეა სამსახურიდან გაშვება?", - თქვა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

ასევე, ივერი მელაშვილმა, შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს დამნაშავედ, მოკლე პასუხი გასცა - "კატეგორიულად არა!"

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი