მე და გახარია უახლოესი მეგობრები ვართ, ოჯახებით ვმეგობრობთ - ვახტანგ გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბარში უარყოფს მასა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირების არსებობას და აცხადებს, რომ ის და პრემიერი მეგობრები არიან. 

"ბევრი ჭორი იყო, მაინც მკითხავთ და გეტყვით ბარემ, რომ მე და გიორგი გახარია უახლოესი მეგობრები ვართ, წლებია, ოჯახებით ვმეგობრობთ, არანაირი დაპირისპირება ჩვენს შორის არ არის და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ "ჩემი კადრები" და "მისი კადრები" მართლა არ არსებობს, გუშინდელი ან გარედან მოსული კადრი არცერთი არ არის, ყველა არის ძველი კადრი, რომლებიც ჩემ დროსაც მუშაობდნენ", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა შსს-დან გიორგი გახარიას კადრების წმენდა დაიწყო, თუმცა, მმართველ პ[არტიაში ამ კლანური დაპირისპირების არსებობას არ ადასტურებდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი