თბილისის მერია 300 მიკროავოტბუსს ყიდულობს. კალაძის უწყებამ 29 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. „სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს.
დედაქალაქის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს. ოპონენტები აცხადებენ, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ეპიდემიას ებრძვის, მერიის გადაწყვეტილება გაუმართლებელია. ისინი ტენდერის დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ. გარდა ამისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ არც ერთ ქვეყანაში მერია ტრანსპორტს არ ყიდულობს და ამას კერძო კომპანია აკეთებს:
ქვეყნა არის გამოსაყვანი კრიზისიდან და ამ ვითარებაში კერძო კომპანიას, ვითომ კარგი საქმე გააკეთო, უყიდო სამარშრუტო ტაქსები, ეს არის სრულიად გამაოგნებელი, არასწორი ნაბიჯი" აცხადებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" გოკა გაბაშვილი
არც ერთ დედაქალაქში არ ხდება, რომ მერია მუნიციპალიტეტი ყიდულობდეს მიკროავტობუსს...ეს არის კერძო ბიზნესი ყველგან" - აცხადებს "ნაციონალური მოძრობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი
დედაქალაქის მერიაში ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ტენდერი გაუქმებულია. თუმცა ტენდერს ამ დრომდე აქტიურის სტატუსი აქვს.