"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კორუფციის ინდექსი შეისწვალა და დაასკვნა, რომ საქართველოში მთავრი პრობლემა მაღალი დონის, ე.წ ელიტური კორუფციაა, რაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში ძალაუფლების გადაჭარბებითაა გამოწვეული .
ელიტური კორუფციის არაეფექტური გამოძიება , სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევა, რომ მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს, იციან მოქალაქეებმა და ამბობენ, რომ ჩინოვნიკები საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნავენ და ხალხის ბედით არ ადარდებთ.
კონკრეტული კორუფციის მაგალითები "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს არაერთხელ გამოუვლენია. ელიტური კორუფციის მაღალი მაჩვენებელი არ გაჰკვირვებიათ ოპოზიციაში. ისინი მთავარ პრობლემად საკვანძო ინსტიტუტებზე არაფორმალურ გავლენას და სახელმწიფოს მიტაცების შემთხვევებს ასახელებენ.
მმართველ გუნდში კი საპირისპიროს ამბობენ და გვარწმუნებენ, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მოწინავე ქვეყანაა.