დაჭრა ბათუმში - ერთმანეთს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

საქმის გარჩევა და სროლა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე. ინციდენტი ბათუმში, რაგბის სტადიონზე მოხდა.

ერთმანეთს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთერთმა კანდიდატმა ოპონენტის და მისი თანმხლები პირის მიმართულებით გახსნა.

კონფლიქტის მონაწილეები - მუხრან ვახტანგაძე და ჯემალ წულუკიძე, ასევე მათი მხარდამჭერები და გარემოცვა მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ და "მთავართან" კომენტარს მომხდარის შესახებ არ აკეთებენ.

ცნობილია, რომ ორივე კანდიდატი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, ვახტანგაძეს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული, ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მის თანმხლებ პირს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი