1 საათში 20 000 ლარი უკვე შეგროდა - სწორედ 1 საათის წინ დაიწყო მოძრაობა "სირცხვილიამ" დღეს გათავისუფლებული კარტოგრაფების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხის შეგროვება
"1 საათი გავიდა მხოლოდ და 20 000 ლარი უკვე შეგროვებულია
შესაგროვებელი დაგვრჩა 20 000 ლარიც!" - წერს მოძრაობა ფეისბუქზე და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.
შეგახსენებთ, დღეს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.