კარტოგრაფების გირაოს თანხა სრულად შეგროვდა:
ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს! - ნათქვამია "სირცხვილიას" ინფორმაციაში.
თანხის შეგროვება დღეს საღამოს, დაახლოებით 2 საათის წინ დაიწყო და პირველი გირაოს თანხა - 20 000 ლარი ზუსტად ერთ საათში შეგროვდა.
შეგახსენებთ, დღეს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.