"სირცხვილია" ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შეგროვებას იწყებს

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხის შეგროვებას მოძრაობა "სირცხვილია" იწყებს. ისინი შეგროვებულ თანხას მთლიანად ბრალდებულების ოჯახებს გადასცემენ.

"კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის, თითოეულ მათგანს 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი სამშობლოს ერთგულ, ღირსეულ ადამიანებს", - წერს სირცხვილია.

მოქალაქეებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ:

მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია

TBC: GE27TB7589236070100003

BOG: GE44BG0000000162241054

დანიშნულება: კარტოგრაფებისთვის

ამ თემაზე პირველი კომენტარი სასამართლოს ეზოშივე აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა გააკეთა. მან "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა თანხა უმოკლეს დროში შეგროვდეს.  მაქარაშვილის თქმით, კარტოგრაფებს ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ და არა დამატებით ფულს ვახდევინებდეთ. 

ამავე თემაზე "დღის სტუმარის" ეთერში მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მზადაა თითუეული კატოგრაფის გირაოს თანხიდან 1000-1000 ლარი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი