მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები - მაღლაფერიძე კარტოგრაფებზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე კარტოგრაფების გათავისუფლებას ეხმაურება და წერს:

ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?! საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი მწერს და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან!

P.S. რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვრის სასამართლოზე, მოსამართლემ 20 000 - 20 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

გირაოს თანხა კი მოქალაქეებმა უკვე შეაგროვეს. 40 000 ლარი, ანგარიშის ნომრის დადებიდან ზუსტად 2 საათში შეგროვდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი