უჰანში მყოფი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი დღეს ჩინელ მეცნიერებს შეხვდება. ექსპერტები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წარმომავლობას იძიებენ, ადგილობრივი ლაბორატორიების, საავადმყოფოებისა და ბაზრების მონახულებას გეგმავენ. მათ უხანში მდებარე საკარანტინო სასტუმრო გუშინ დატოვეს და საველე სამუშაოებს შეუდგნენ.
ცნობისთვის, ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში კიდევ ორი კვირის განმავლობაში დარჩება და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირველ პაციენტებსაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერთა ჯგუფი ვუჰანში კორონავირუსის კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.