ნიუ იორკის სოთბის აუქციონზე ფლორენციელი მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი სარეკორდო ფასად, 92 მილიონად დოლარად გაიყიდა. უცნობია იმ ადამიანის ვინაობა ვინც იტალიელი მხატვრის ნამუშევარი სახელწოდებით "ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მედალიონი უჭირავს", შეიძინა.
აუქციონის ადმინისტრაციის თქმით ხელოვნების ნიმუში 15-ე საუკუნის რენესანსის პერიოდს უკავშრდება და ერთერთია სანდრო ბოტიჩელის მცირერიცხოვან პორტრეტებს შორის, რომელიც დღემდე შემორჩა.