
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე შეიძლება ეს ვერ თქვან, მაგრა არის გამოხატული რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციური დაჯგუფება. მისი თქმით, ისინი მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ და მოქალაქეებ ქუჩის გზისკენ მოუწოდებენ.
"არის ძალიან გამოხატული რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დაჯუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ჩვენ ეს ძალიან კარგად დავინახეთ და ეს გზა არის იმედი იმისა, რომ მიეცემათ საშუალება, სოციალური თუ ეკომონიკური პრობლემების ფონზე, მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და მოუწოდონ დაუშვად მოქალაქეებს ამბოხისკენ და ქუჩის გზისკენ.
ჯერ ერთი, ნებისმიერი რევოლუცია, ნებისმიერი ამბოხი და ნებისმიერი დესტაბილიზაცია იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის ამ მძიმე ვითარებაში. ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს და ისევე, როგორც პრემიერმინისტრს არაერთხელ უთქვამს, ჩვენ ამას უბრალოდ არ დავუშვებთ", - თქვა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მოსახლეობას ამ ნაწილში შეუძლია მათი იმედი ჰქონდეს და "ქართული ოცნება" ის ძალაა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა მოიტანა.
ამავე თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვერანაირი რევლუცია ვერ მოხდება და ამაზე ნურც იოცნებებენ.