მხოლოდ ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი ვერ გახდება - ოპოზიცია კარტოგრაფებზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეთანხმების მიზეზი ვერ გახდება მხოლოდ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლება. 

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერაც ციხეშია გიორგი რურუა, ხოლო ამ ფონზე ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია. 

"გიორგი რურუა ჯერაც ციხეშია და ის აუცილებლად უნდა გათვაისუფლდეს, არამარტო პოლიტიკური შეთანხმების გამო, არამედ, პირველ რიგში, კანონის უზენაესობის პრინციპით" - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კარტოგრაფების საქმეს, მმართველი პარტია, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და უდანაშაულო ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს.

ხელისუფლების ოპონეტები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შესაჩერებლად, ერთადერთი გზა რჩება და ეს გზაა ივანიშვილის რეპრესიული სისტემის შეცვლა.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ვერცერთი პატიმრის გათავისუფლება ვერ გახდება ოპოზიციასთან ვაჭობის საგანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი