რაზე შეუთანხმდა ელისაშვილი "ოცნებას" - მემორანდუმის დეტალები და ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლა საერთო ოპოზიციურ გეგმებში ცვლილებას ვერ შეიტანს და ვერც 2 ადამიანის დამატება შესძენს ლეგიტიმაციას პარლამენტს. 

ძალიან ცუდია და ვწუხვარ იმ გადაწყვეტილების გამო, რაც ამ ადამიანებმა მიიღეს, მაგრამ პარლამენტში 2 ადამიანის დამატება ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს პარლამენტს, რომელიც დღეს ერთფრაქციული სახით წარმოგვიდგება და მუშაობს და ყველაზე ცუდი, თვითონ დოკუმენტი ნახევრად მკვდრად შობილია. რატომ? იმიტომ, რომ არის პუნქტები, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და 2 ადამიანის შესვლით ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ დაგროვდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკებები და კიდევ ერთხელ მოლაპარაკებები", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, საჭიროა მოლაპარაკებების გაგრძელება, რომ ეს იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება და არა კონკრეტული პარტიების შეთანხმება ერთმანეთთან. 

"დოკუმენტი, როგორც ვხვდები არის იმის ანალოგი ან იგივე ზუსტად რაც განიხილებოდა ფასილიტატორებთან. თუ ეს დოკუმენტია ამ დოკუმენტზე შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა, ჩვენი ამოცანა, "გირჩის" ამოცანა იყო, რომ მთელ ოპოზიციას ამ დოკუმენტის გაუმჯობესება გაეგრძელებინა ფასილიტატორებთან ერთად. ეს დოკუმენტი ჩვენთვის არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ზუსტად არ წამიკითხია და ზუსტად ვერ ვიტყვი... ვფიქრობ, რომ საჭიროა გავაგრძელოთ საუბარი იმისათვის, რომ ეს იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება და არა კონკრეტული პარტიების შეთანხმებები ერთმანეთთან", - ამბობს  ვახტანგ მეგრელიშვილი 

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დღეს "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება გააფორმეს და ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ. 

მემორანდუმი სრულად 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი