
ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ მემორანდუმი, რომელიც ალეკო ელისაშვილმა "ოცნებასთან" დღეს გააფორმა და პარლამენტში შედის, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს უკვე მზად ჰქონდა.
გოგორიშვილის თქმით, მემორანდუმის კობახიძის ვერსიას, მხოლოდ ერთი პუნქტი დაემატა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას გულისხმობს.
"როგორც ჩანს ელისაშვილს ჰგონია, რომ მეხსიერების პრობლემა აქვს ხალხს საქართველოში, დარწმუნებული ვარ ყველას ახსოვს, როცა მეოთხე რაუნდის შემდეგ მეორე დღეს გამოვიდა ირაკლი კობახიძე და მოვისმინეთ მორიგი ბოდვა, ჩამორაკრაკებული ყველაფერი ისე, როგორც არის ამ მემორანდუმში, ყველა ეს პუნქტი გარდა ერთისა. ნახეთ, როგორ იწონებს თავს ირაკლი კობახიძე, სულ რომ არცერთი ოპოზიციონერი არ შემოვიდეს, ჩვენ მაინც ჩავატარებთ საარჩევნო რეფორმას და იწყებს ჩამოთვლას, ზუსტად ეს ჩამონათვალია. ეს არის ჩაწიკწიკების პიკი, ერთადერთი რაც დაემატა ის არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება ქოცთა შორის უქოცესი სალომე ზურაბიშვილის შერჩეული კანდიდატებით.
თუ ელისაშვილი რომელიმე ეთერში ზის ისევ მისთვის ჩვეული ემოციური კანკალით მოგვიყვება, როგორ გააკეთა საშვილიშვილო საქმე და როგორ გადაარჩინა სამშობლო, რომ სალომე ზურაბიშვილი დააკომპლექტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და თამარა ჟვანია, კი აღარ იქნება " – ამბობს ხათუნა გოგორიშვილი "დღის სტუმარში"
"ოცნებისა" და ელისაშვილის დღეს გაფორმებული მემორანდუმის ერთერთი პუნქტის მიხედვით: