კონფიდენციალურობის დარღვევა კარტოგრაფების საქმეში - პენიტენციურმა მოკვლევა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენის განცხადებაზე, სადაც საუბარია ივერი მელაშვილისა და მისი ადვოკატის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დარღვევაზე, პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო და თუ დადასტურდება, გადაცდომა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან, ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება

სახალხო დამცველის მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს.
მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად" ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა კარტოგრაფების საქმე და მასში კონფიდენციალობის დარღვევა აღმოაჩინა - შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიას უწყებამ დღეს გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი