სახალხო დამცველმა კარტოგრაფების საქმეში კონფიდენციალობის დარღვევა აღმოაჩინა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, აპარატმა შეისწავლა კარტოგრაფების საქმე და მასში კონფიდენციალობის დარღვევა აღმოაჩინა. 

"სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველის განცხადება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ

 შეგახსენებთ, 29 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე.

სამოქალაქო საზოგადოებამ კარტოგრაფების გირაოს სრული თანხა - 40.000 ლარი ფანდრაიზინგის ორგანიზებიდან სულ რაღაც ორ საათში შეაგროვა მას შემდეგ, რაც თანხის მობილიზების ორგანიზება თავის თავზე აიღო მოძრობამ „სირცხვილია“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი