200-მდე რესტორანი ხვალ, 30 იანვრის დილის 9 საათიდან 24 საათით პროტესტის ნიშნად, მიტანის სერვისს აჩერებს.
რესტორატორები ამით იმ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტები ქვეყანაში გაურკვეველი ვადით დაკეტილია.
რესტორატორები ამბობენ, რომ პროტესტის ამ ფორმით, ეცდებიან ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას, რომ უმძიმს მდგომარეობაში არიან და სხვა გზა აღარ დარჩათ:
დავიღუპეთ, დაგვექცა ყველაფერი, ამდენი შრომით შექმნილი ამდენი ადამიანი ადამიანი უსამსახუროდ, ამდენი ვალდებულება. ვერაფერი ვერ მივიღეთ იმის გარდა, რომ 2 თვეა ვსაუბრობთ და ამასობაში დაგვემხო თავზე ყველაფრი - ამბობს რესტორატორი ქეთი ბაქრაძე
ესეთი მიდგომა არ შეიძლება. მხოლოდ პანდემა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და არსებობს ეკონომიკა და გვინდა, რომ ეკონომიკურად გადავრჩეთ....არ მოგვისმენს ხელისუფლება, ჩვენ უფრო რადიკალურად რთულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ - ამბობს ლევან ქოქიაშვილი, გასტრონომიის ასოციაციის ხელმღვანელი.
ბოიკოტს ვუცხადებთ გამოდის, რომ ჩვენ თავს იმიტომ, რომ ვკეტავთ რესტორნებს, მაგრამ გვინდა რომ ამან გამოიწვიოს რაღაცა ტიპის რეზონანსი...ვიხრჩობით, ვკოტრდებით, გვიშველეთ, ესაა აზრი ამ აქციის - ამბობს რესტორატორი მერიკო გუბელაძე.
მიტანის სერვისის შეჩერების გარდა, რესტორნების წარმომადგენლები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციასაც შეუერთდებიან.
აქცია დღის 3 საათზეა დაანონსებული და იკრიბება ყველა, ვინც შეზღუდვებს აპროტესტებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის გახსნის მოთხოვნით გამოსვლები ზუსტად 1 კვირის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმით ითხოვდნენ რეგულაციების შემსუბუქებას, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას და კომენდანტის საათის მოხსნას.
ამავე თემაზე: