ლილოს ბაზრობაზე საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა, აქციის მონაწილეებმა კი შეზღუდვების გასაპროტესტებლად კანცელარიასთან გადაინაცვლეს. დაშლამდე აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს შეზღუდვები პირველ თებერვალს იმ მოლებთან გააპროტესტონ, რომლებივ მთავრობის დადგენილებით გაიხსნებიან.
"ჩვენ გვესმის რა სიტუაცია არის სახელმწიფოში და დავსხედით ამდენიხანი სახლშიდ ა ვემორჩილებოდით ყველა მოთხოვნას და იხსნება ყველანაირი სავაჭრო ცენტრი, რა დააშავა ბაზრობებმა?... ეს ხალხი მასშტაბურად აპირებს აქციებს, გადაკეტავს მოლებს, მოლების მიმდებარე ტერიტორიებს და არ შეუშვებს არცერთ მოქალაქეს", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48 საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი.