მათ მიმართ ნდობა მკვეთრად დაბალია - მიქელაძე რელიგიის სააგენტოს გაუქმების მოთხოვნაზე

გამოქვეყნდა:

"ადამიანიანის უფლებათა ცენტრი" (EMC)  12 -15 იანვარს სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს აჯამებს და სახელმწიფოსთვსი რეკომენდაციებს აქვეყნებს. რელიგიურ კონფლიქტის დროს ერთმანეთს მუსლიმური და ქრისტიანული თემის წევრები დაუპირისპირდნენ. ორგანიზაციის ერთ-ერთი რეკომენდაცია რელიგიის სააგენტოს გაუქმებაა.

"ბოლო 6-7 წლის განვალობაში ამ უწყების საქმიანობა აჩვენებს, რომ მათ არასდროს მხარი არ დაუჭერიათ რელიგიის თავისუფლების სფეროში პროგრესული, მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, მათ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად. ბუკნარის მოვლენებში ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი აქტიურად წარმოდგენილები არ იყვნენ და მე ვიტყოდი, რომ ვერ იყვნენ, იმიტომ, რომ მათ მიმართ ნდობა არის მკვეთრად დაბალი", - ამბობს EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქლეაძე.

მისი თქმით, კრიტიკისა და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად კი მთავორბას არ აქვს პოლიტიკური ნება გააუქმოს ეს უწყება ან მისი პოლიტიკს რადიკალურ ცვლილებაზე იფიქროს.

მიქელაძე აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფომა არ უპასუხა ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს მაშინ რელიგიური კონფლიქტების რისკის წინაშე კვლავ ვიდგებით. 

გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა, თუმცა გამოძიების შედეგები ჯერ ისევ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი