რესტორატორების კიდევ ერთი აქცია და პროტესტი, რომელიც, შესაძლოა, დაუმორჩილებლობაშიც გადაიზარდოს - 206 რესტორატორი ხელისუფლებას ვადას 1 თებერვლამდე აძლევს - ბიზნესმენები ამბობენ, რომ თუ ამ დრომდე მთავრობა არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და, შესაძლოა, აკრძალვების მიუხედავად, მუშაობა განაახლონ.
"ჩვენი აქცია ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოგვაქციონ ყურადღება და, ელემენტარულად, ეს ბიზნესი გადარჩეს", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
დაუმორჩილებლობის გამოცხადების პოზიციაზე ჯერ ყველა რესტორატორი შეჯერებული არ არის, მაგრამ საერთო პოზიცია აქვთ პროტესტის ფორმაში - დღეს დილის 9-დან ხვალ დილის 9 საათამდე გათიშულია მიტანის სერვისი, 24-საათიანი პროტესტის ნიშნად.
ასევე, ზოგიერთი რესტორატორი, ვინც დღეს კანცელარიასთან შეიკრიბა, ამბობს, რომ შესაძლოა, პროტესტის ნიშნად საერთოდ გააუქმონ მიტანის სერვისი.