ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთერთი პირველია, რომელიც უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას.
ამის შესახებ ინფორმაცის ცერცვაზე თავის Facebook-ზე ავრცელებს.
"დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას. სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას. ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად. დიდი მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუციებს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყნის ძალისხმევას. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე. მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და მით გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირების, აგრეთვე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტიანი გზაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია", - წერს ცერცვაძე.
შეგახსენებთ, დღეს ამავე თემაზე განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, უფრო ადრე კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ეზრუნა ქვეყანაში მაღალხარისხიანი ვაქცინის შემოტანაზე.