სეფე დროშების გარეშე დარჩენილი ქართული არმია - თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის საცავი ამ დროისთვის ცარიელია, ხოლო 50.000 ლარიანი ტენდერი ჩაშლილი, იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტორისთვის თანხა სრულადაა გადარიცხული.
აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილის უწყებამ ტენდერი გაუფორმა კომპანიას, რომელიც ადრე კერძების მომზადებით იყო დაკავებული.
"დროშა ვერ იყიდეს", - ადრე ვერ დაკიდეს, ახლა ვერ იყიდეს, და დღეს თავდაცვის სამინისტრო მოხსენებაში წერს, რომ დროშების მარაგი ამოწურულია და საჭიროა გამარტივებული წესით მათი შეძენა. ძალიან სამარცხვინოა, როცა თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლიკას, დროშას ვერ ყიდულობს თავის დროზე და მარაგები არის ამოწურული", - ამბობს ბესიკ დონაძე, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი.
"გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია დროშების ნაშთების არარსებობამ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საცავებში, შპს "ემრესთან" გაფორმებული ნომერ 644, 05.11.2020 ხელშეკრულების მიწოდების დარღვევამ", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში.
თავდაცვის სამინისტროს დროშების შეძენა გამარტივებული შესყიდვის გზით და დაჩქარებული წესით მოუწევს.
დავით ებანოიძე