ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ანტისახელმწიფოებივი დაჯფგუფებების გამოსავლენად და მათი ქმედებების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს და ეჭვობენ, რომ საქართველოს სპეც. სამსახურები შესაძლოა რუსულ სპეც. სამსხურებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.
"ვითარება ძალიან საგანგაშოა. ჩვენი ქვეყნის სპეც. სამსახურები არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩვენს ტერიტორიაზე... დიდი ეჭვი მაქვს რომ არათუ აღკვეთა მსგავსი ღონისძიებების, არამედ საქართველოს სპეც. სამსახურები ჰარმონიულად მოქმედებენ ჩვენი მტრის სპეც. სამსახურებთან", - ამბობს დავით კირკიტაძე, "ენმ'-ს წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ "მთავარის" ინფორმაციით, საქართველოში საიდუმლოდ ოპერირებს კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა საომარ ზონებში დაქირავებული ჯარიკსაცების არმიას.გზავნის. - "მორან სექურიტი გრუპი" რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფებაა, რომლებსაც ხშირად პუტინის პირად არმიად მოიხსენიებენ.