ენერგოკომპანიები გვატყუებენ - სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობა ელ.ენერგიის იანვრის ქვითრებს აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იანვრის თვეში ელექტროენერგიაზე მოსული გადასახადის რაოდენობას აპროტესტებს და ამბობს, რომ ქვითრებში, რომლებიც მიიღეს, ორჯერ იმაზე მეტი თანხაა მითითებული, რაც, მათი აზრით, იანვარში გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის სახით უნდა ყოფილიყო აღნიშნული.

"ძვირია, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალიან ძვირია და ყველას უჭირს გადახდა, არამარტო მე... მარტო ივანიშვილს არ უჭირს, - ამბობს თბილისში მცხოვრები მამაკაცი. 

"რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ გადახდას, გვიჭირს, მაგრამ სულ არარაობას... ასე ხომ არ ვიქნებით, უშუქოდ...", - ამბობს ხნიერი ქალი. 

მოსახლეობა ამბობს, რომ ენერგოკომპანიები და ხელისუფლება ატყუებენ და ელექტროენერგიის გადასახადს ხელოვნურად ზრდიან, ამ ლოგიკას კი იმით ამყარებენ, რომ მაგალითად, წინა თვეებშიც იმდენივე ელექტრომოწყობილობა მოიხმარეს, რამდენიც იანვარში, დაახლოებით იმავე დროს ჰქონდათ ჩართული, რაც წინა თვეებში, მაგრამ გადასახადი მაინც მოვიდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი