სახლში ვართ გამოკეტილები პინგვინებივით - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

გამოქვეყნდა:

"ტრანსპორტი ყველას" - ამ მოთხოვნით აქციას სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში მართავენ.

მოქალაქეები მთავრობას მიმართავენ და ამბობენ, რომ აუცილებელია აღდგეს ტრანსპორის მუშაობა. მათივე თქმით,  არ შეიძლება ადამიანები სახლში გამოკეტო. 

"სასწრაფოდ აღდგეს საზოგადოებრივი ტარანსპორტის მოძრაობა, რომლის არსებობა საერთოდ არ არის დამოკიდებული დადებითობის მაჩვენებელზე, რასაც მთავრობა გვეუბნება იქნება ეს 4%, თუ 5%-ი ტრანპორტში კოვიდის გადადების რისკი არის მინიმალური და მთავრობა პასუხისმგებელია, რომ აღადგინოს ტრანსპორტი და იქ დაიცვას ადეკვატური რეგულაციები", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

დღეს, ქვეყნის გახსნის მოთხოვნით აქცია პარლამენტის შენობასთანაც გაიმართა, სადაც სიმბოლურად ცარიელი მაცივარი მიიტანეს.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი