მეორე ტალღის გაუმჯობესების მრუდეზე ვართ - გამყრელიძე მესამე ტალღაზე

გამოქვეყნდა:

რიგ ქვეყნებში მესამე ტალღა არის, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე ტალღის გაუმჯობესების მრუდეზე ვართ - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, მაშინ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მესამე ტალღა გვქონდეს. 

გარდა ამისა, როგორც გამყრელიძე ამბობს, იგეგმება კორონავირუსზე ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება, იქიდან გამომდინარე, რომ ხვალიდან, 1 თებერვლიდან სავაჭრო ობიექტები იხსნება და ერთერთი პირობაა, 2 კვირაში ერთხელ მათი თანამშრომლები უნდა გაიტესტონ.

ტაქსის მძღოლებში დადებითობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 0.6%, ბაზრის მოვაჭრეებშიც ასევე დაახლოებით 0,7%-ის ფარგლებშია, 1,3%-ის ფარგლებშია დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში. უკვე მოლების და სავაჭრო ობიექტების დაახლოებით 3 ათასამდე თანამშრომელი გაიტესტა და ერთ შემთხვევაში იყო მხოლოდ დადებითი" ამბობს გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან" 

მისივე თქმით, ზოგადად, ქვეყანაში ვირუსის ცირკულაცია შემცირებულია.

ამავე თემაზე:

შემდეგი ვაქცინა "ასტრაზენეკასი" იქნება, მარტის პირველ ნახევარში - გამყრელიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი