შემდეგი ვაქცინა "ასტრაზენეკასი" იქნება, მარტის პირველ ნახევარში - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება, „ასტრაზენეკასი“ იქნება - განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს.

პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში" ამბობს გამყრელიძე.

​მისივე თქმით, პანდემის დამარცხების მთავარი გზა სწორედ ვაქცინაციაა - "თუ აიცრება მოსახლეობის 70% ეს ნიშნავს, რომ კოვიდ პანდემია დამთავრდა" – ამბობს გამყრელიძე.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა კომისიამ AstraZeneca-ს ვაქცინის 18 –64 წლამდე პირებისთვის გამოყენება დაუშვა.

გარდა ამისა, მთავრობამ გუშინ, 30 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თებერვლის ბოლომდე საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა, რომელიც მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის იქნება განკუთვნილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი