"მე არ ვთვლი, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი გუნდის წევრი, მე ვარ მათი გუნდის წევრი" - ნიკა მელია "ენმ"-ს ახალ სახეებზე

გამოქვეყნდა:

"მე არ ვთვლი, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი გუნდის წევრი, მე ვარ მათი გუნდის წევრი" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის განახლებას.

ამის შესახებ მან გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

"ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი რეპუტაცია, აქვთ საკუთარი წარსული და მათი დამსახურებით დარწმუნებული ვარ ბევრი გულშემატკივარი და ამომრჩეველი გაუჩნდება. მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი გუნდის წევრი, მე ვარ ამ ადამიანების გუნდის წევრი.... ამ პარტიაში ჩვენ არ ვეპატიჟებით არავის ვიღაცის პარტიაში მოსავლელად. ჩვენ გვინდა, რომ მოვიდნენ იქ, რომელიც უნდა გახდეს მათი სახლი", - ამბობს ნიკა მელია

პარტიის ახალი თავმჯდომარე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ, რომ არა ეს ფაქტორი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა

მიშა სააკაშვილი შენ ხელს არ შეგიშლის იმ ყველაფერში რასაც აკეთებ? - ამ ჭორებს ვინ ავრცელებს? ძალაინ ბევრისგან გამიგია, თავად "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან რა რესურსია დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში", რომ არ იყოს ერთსულოვნება პარტიაში, რომ არ იყოს დიდი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილისგან უშუალოდ, მე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევის არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას არ მივიღებდი, რომ არ ვხედავდე, რომ არ დამენახა მყარი მზადყოფნა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ ქვეყანა ვერ განვითარდება თუ არ შევიცვალეთ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა, დავრჩებით ციყვი ბორბალში", - თქვა ნიკა მელიამ 

ახალი სახეები ნიკა მელიამ დღეს, ონლაინპრეზენტაციის ფორმატში წარადგინა . 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი