"მთავარის" ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

თავად ჭიღვარიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ქუთაისის გუბერნიაში.

ოპოზიცია კი ჭიღვარიას შესაძლო გადადგომას შიდადაპირისპირებას უკავშირებს. მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნება" დიდი ხანია ქუთაისის მერის გადაყენებას გეგმავს, თუმცა ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად აქამდე თავს იკავებდა. ახლა კი, როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძვის, შესაფერისი დრო მონახეს.

ის ჯგუფი, რომელიც სოსო გოგაშვილის, დიტო სამხარაძის, რომელიც ჭიღვარიას მფარველი იყო, მათი გავლენები შესუსტდა ქართულ ოცნებაში და შესაბამისად სხვა ჯგუფი ცდილობს ჩაანაცვლოს თავისი კადრებით - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გიგა შუშანია

მერი თუ უნიათოა, საკრებულო უკეთესია, რომელიც ყველაფერს უპრავებდა? ეს არის უკვე მზადება არჩევნებისთვს და ამ სიტუაციას იყენებს პოლიტიკისთვს" აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი გოგი წულაია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი