
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებს და პარტიის განახლებას მესამე პრეზიდენტი "მთავარი აქცენტების" ეთერში გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას წარმატებული სამუშაოს ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ პარტიას ასეთი მასშტაბური განახლება არ ჰქონია, რაც შიდაპარტიული დემოკრატიის ნიშანია:
მინდა მივულოცო ნიკა მელიას წარმატებული მუშაობის ჩატარება. ასეთი მასშტაბური შევსება ნაციონალურ მოძრობას არ ჰქონია 2003 წლის შემდგ და ეს მართლაც შედეგია შიდაპარტიული დემოკრატიის, იმიტომ, რომ ჩვენ პირველად, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები პარტიის ლიდერის და მალე ყველა არჩევნები, მათ შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აუცილებლად ჩატარდება, ჩატარდება უკვე იმედი მაქვს ელექტრონული კენჭისყრით"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში.
შეგახსენებთ, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალი სახეები ონლაინპრეზენტაციის რეჟიმში წარადგინა. მთავარ ოპოზიციურ ძალას 12 ახალი სახე ჰყავს.