პარლამენტმა ხვალ ოპოზიციის მანდატების შეჩერებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებაზე პარლამენტმა ხვალ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სხდომას "ოცნებასთან" ერთად, დაესწრებიან ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებიც პარლამენტში ხვალიდან შედიან.

ოპოზიციის გეგმები უცვლელია, ისინი ამბობენ, რომ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ, თავად უკვე გააკეთეს განაცხადი და ახლა ოცნების ჯერია, შეაჩეროს მათი უფლებამოსილება.

"ოცნებაში" საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და ამბობენ, რომ საკითხზე მსჯელობის უფლებამოსილებას იტოვებენ, ასევე, ფიქრობენ იმაზეც, რომ მოლაპარაკებების პროცესს, რომლებიც პარალელურად ელჩების შუამდგომლობით მიმდინარეობს ხელი არ შეეშალოს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი