პანდემიის პირობებში როცა თითქმის ყველა სასამართლო პროცესი შეჩერდა, ოპოზიციის ერ ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
13 აპრილს, მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანს და ოქრუაშვილის განაჩენი უნდა გამოაცხადოს. როგორც ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის თანაგუნდელი, გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, მოსამართლე ხელისუფლებისგან მიღებულ დაკვეთას ასრულებს და ბოლო პროცესზე ადვოკატს ულტიმატუმი წაუყენა:
წინა სასამართლ სხდომაზე ისიც კი უთხრა მოსამართლემ ადვოკატს, რომ თუ ბოლო მოწმეს არ მიიყვანდა, მოწმის დაკითხვას გააუქმებდა და მის გარეშე გამოიტანდა გადაწყვეტილებას. ის დავალება რომელიც მოსამართლე მაღლაკელიძემ მიიღო თავის დროზე, არის ძალაში და ის აკეთებს ყველაფერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს 13 აპრილს ამ აბსურდული ბრალდების გამო მიუსაჯოს" აცხადებს ჩალაგაშვილი.
ჩალაგაშვილის ვარაუდით ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ერთ ერთი მთავარი პირობა - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლება, არ სრულდება, შესაბამისად ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს, ნახევრად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, მხარს არ დაუჭერს.
იგივეს აცხადებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ შექმნი კრიზისულ ვითარებას "ქართული ოცნება" სათავისოდ იყენებს:
მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელისუფლება როგორც ჩანს აპირებს, რომ ეს ვითარებაც გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის და სავარაუდოდ დაარღვიოს შეთანხმება" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
ველოდებით რომ ამ შეთანხმების თავის ნაწილს ხელისუფლება შეასრულებს და პოლიტპატიმრებს ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას, გიორგი რურუას გაათავისუფლებს მანამ სანამ იქნება ბოლო მოსმენა საკონსტიტუციო პაკეტის, ეს არის ჩვენი ბოლო ვადა." აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე
20 ივნისის საქმის სხდომამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დრეს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის - ბუტა რობაქიძის საქმის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.