ოცნება აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან პიარისთვის ლობისტურ კომპანიას 780 000$–ს უხდის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან პიარის სანაცვლოდ, ლობისტურ კომპანიას ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა.

ხელშეკრულების ღირებულება 780 000$–ია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებისთვის გაწეული თანხა თითქმის სამჯერ გაზარდა.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან მსგავსი თანხების გამოყოფა კანონიერია. ასევე, მართველ გუნდში ფიქრობენ, რომ აშშ–სთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობება განუზომლად მაღალ დონეზეა, რაც "ოცნების" ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შედეგია. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საბიუჯეტო თანხები კონკრეტული პიროვნებების პოპულარიზაციისთვის იხარჯება, საქართველოს საკითხი კი აშშ–ის დღის წესრიგიდან გამქრალია. ასევე, ოპოზიციის თქმით, პანდემიის ფონზე მსგავსად დიდი თანხების ლობიზმისთვის დახარჯვა მიზანშეუწონელია.

ლობისტურ კომპანიებთან ხელშეკრულება 12 თვიანია და მას ხელს "ქართული ოცნების" მხრიდან ბედრია სიჭინავა აწერს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი