ოპოზიციის მანდატები - პოლიტსაბჭოს სხდომა "ოცნების" ოფისში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში ცოტა ხანში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა დაიწყოს, სადაც ხვალინდელი გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელებენ.

უმრავლესობამ დღეს უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეუჩერებს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილებას 51 ოპოზიციონერ დეპუტატს;

პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერები ხვალ, უმრავლესობას გააცნობენ და ამის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდება.

ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ მათ განაცხადებს არ დააკმაყოფილებენ და სადეპუტატო უფლებამოსილებას "ქართული ოცნების" წევრები შეუწყვეტენ იმას, ვისზეც "ქართული ოცნება" ჩათვლის საჭიროდ, ასევე არსებობს მესამე ვარიანტი - მმართველმა გუნდმა საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღოს, სადაც პროცესი წლობით გაგრძელდება.

საკითხს დღეს პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ დეპუტატის ადგილი პარლამენტშია.

შეგახსენებთ, ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პირველ პლენარულ სხდომაზე 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელონ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი